|
2020-03-03 12:44:16, 1367 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე - ოპოზიციამ შარშანაც თქვა, რომ განსაკუთრებულს არ იტყოდა, მაგრამ იყო მკაფიო გზავნილები
„ოპოზიციამ შარშანაც თქვა, რომ განსაკუთრებულს არ იტყოდა, მაგრამ იყო ძალიან მკაფიო გზავნილები“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ანგარიშის მოხსენებას. მდინარაძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი შეუერთდება იმ პათოსს, რომელიც ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმა გაახმოვანეს. „ოპოზიციამ შარშანაც ასე თქვა, რომ რაიმე განსაკუთრებულს არ იტყოდა, მაგრამ იყო ძალიან მკაფიო გზავნილები შარშან. წელსაც ასეთ გზავნილებს ველოდებით. ჩვენი კურსი არის დასავლური და ეს მკაფიოდ არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო მესიჯები გახმოვანდა შარშან და დარწმუნებული ვარ, წელსაც იგივე იქნება, ამიტომ ოპოზიციას შეუძლია არც ამას დაესწროს და არც ეს პათოსი გაიზიაროს. წელსაც დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეუერთდება პათოსს, რომელიც გარედან გაახმოვანეს ჩვენმა დასავლელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა. დიალოგით საბოლოო კონსესუსი უნდა შედგეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ხვალ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოხსენებით წარსდგება. ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად პრეზიდენტის მოსმენას არ დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)