|
2015-08-03 10:13:30, 652 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობა აღინიშნა
ამ დღეს ბეშუმში 3 თვით მთაში იალაღებზე ამოსული ნათესავების მოსანახულებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჩასახლებული აჭარლებიც ჩამოდიან და ადგილობრივებთან ერთად ზეიმობენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შუამთობაზე დასასწრებად საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხულოს ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი შუამთობის დღესასწაულზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან და დასავლეთ საქართველოს მუფტთან ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად მივიდა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრო დოღს და სპორტულ ღონისძიებებს. პრემიერთან ერთად ღონისძიებას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრნენ. ტრადიციულად შუამთობის დღესასწაულზე ახალდაქორწინებულებს გაბედნიერება საპატიო სტუმრებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. საზეიმო კონცერტის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დღესასწაულზე შეკრებილ მემთეურებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. პრემიერის განცხადებით, მთავრობამ უკვე მიიღო მთის კანონი, რომელიც მომავლი წლიდან ამოქმედდება. "უკვე მივიღეთ მთის კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა და მომავალი წლიდან განსაკუთრებულად შეღავათიან და ხელშემწყობ პროგრამებს დავიწყებთ აჭარის მაღალმთიანეთსა და საქართველოს ყველა მთიან რეგიონში. მჯერა, რომ ეს იქნება დიდი სტიმულის მიმცემი აქ მცხოვრები ხალხისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, როგორც დღესასწაულის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, ერთმანეთის გვერდით და შრომით შეიძლება სასურველი ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მიღება. "მთავარია ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ და ვაკეთოთ საქმე, რომელიც ჩვენს სოფელს, რეგიონს, ჩვენს ქვეყანას გამოადგება. მხოლოდ ერთად შრომით, ერთად ბრძოლით შეიძლება დასახული მიზნების მიღწევა და სასურველი შედეგის მიღება. მე მეამაყება, რომ ხულო აჭარის რეგიონია. "-განაცხადა არჩილ ხაბაძემ დღესასწაულის დასრულების შემდეგ. შუამთობის დღესასწაული ხულოში გრანდიოზული ფოიერვერკებით დასრულდა.
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)