|
2020-03-02 12:36:12, 1673 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ჟურნალისტებს - ჰკითხეთ ოპოზიციას, სვამენ თუ არა ტოლობის ნიშანს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები?
„კარგად ჰკითხეთ ოპოზიციას ისინი სვამენ თუ არა ტოლობის ნიშნებს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი 130/20 მოდელზე შეთანხმების შემთხვევაში, პოლიტპატიმრების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ელოდება. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მართლმსაჯულება პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად მუშაობს. „ისინი არჩევნებს უკავშირებენ გამოძიებების საკითხს? მაშინ მე გთხოვთ, რომ დაუბრუნდეთ ამ რესპოდენტებს და კარგად ჰკითხეთ, ისინი სვამენ თუ არა ტოლობის ნიშნებს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები. მართლმსაჯულება პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად მუშაობს, როგორც ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველა დემოკრატიაში ხდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ჟურნალისტების კითხვას, რა პროპორციით განაწილდება მანდატები პარლამენტში, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ 40%-იანი ბარიერის კანონმდებლობაში ასახვა, ამ საკითხს მეორეხარისხოვანს ხდის. მისი თქმით, მაჟორიტარების რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. „40% იანი პრინციპის ასახვა კანონმდებლობაში პრაქტიკულად, მეორე და მესამეხარისხოვანს ხდის პროპორციის განაწილებას. იქნება ეს 40 მაჟორიტარული მანდატი თუ 50, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვთხოვ ყველას, რომ მედიაში დეტალებზე ფრაგმენტული მსჯელობის გამართვას, სჯობს დროულად გამართონ მოლაპარაკებები და შემდეგი დიალოგისთვის მოემზადონ. პარტიები, რომლებიც ჩაშლიან ამ მოლაპარაკებებს, მოემზადონ ახსნა-განმარტებებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)