|
2026-11-07 00:53:47, 515 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სასამართლოსა და საზოგადოებას წარედგინა მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. „ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ჩავერიოთ გადაწყვეტილებაში. ჩვენ სასამართლოს და საზოგადოების ფართო ნაწილს წარვუდგინეთ კონკრეტული არგუმენტები, რომ აღნიშნული პარტიები ეწევიან მტრულ საქმიანობას, შემჩნეული არიან ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში, ბოროტებაში. რა თქმა უნდა, როდესაც გქვია პოლიტიკოსი და წარმოადგენ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე შეფასებით, წარდგენილი მტკიცებულებების საპასუხოდ ოპონენტების მხრიდან კონტრარგუმენტები არ გაჟღერებულა. „კარგად ვიცით, თუ საიდან და როგორ იმართებიან ეს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები. რა აქვთ ჩადენილი დანაშაულის სახით, ეს ყველაფერი არა უბრალოდ ზეპირი საუბრით, არამედ არგუმენტირებულად წარდგენილი იქნა სასამართლოზე, თუმცა კონტრარგუმენტები ვერ მოვისმინეთ. მხოლოდ და მხოლოდ ვხედავდით პოლიტიკურ განცხადებებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)