06:59 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-02 15:33:56, 634 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა

გურიაში მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები ქუთაისში ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა და მათ მდგომარეობას ადგილზე  გაეცნო.

"ქუთაისის საავდმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს ორი პოლიციელი, მათი მდგომარეობა ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, რადგან დაზიანებების ხარისხი დიდი იყო. ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას გადის სასწრაფო დახმარების ექთანი, რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ექიმს, ის ფოთის კლინიკაში  დარჩა და, ალბათ, დღეს გაეწერება ბინაზე",-განაცხადა დავით სერგეენკომ.

შგახსენებთ, გუშინ ღამით, სოფელ გრიგოლეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები  ერთმანეთს შეეჯახა.

საერთო ჯამში,   გრიგოლეთში, გუშინ  2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც  7 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics