|
2020-02-29 12:45:19, 2811 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი კორონავირუსზე - მოდით, გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში!
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალ კორონავირუსს, რომელიც უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა, ინსტაგრამზე ეხმაურება. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადით იმყოფება. „მოდით, გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ დაცულობა ნიშნავს შეინარჩუნო სიმშვიდე და გქონდეს პასუხისმგებლობა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,700-ს აღემატება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)