|
2020-02-28 16:37:28, 3324 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა
საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ სააგენტომ ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურს რესპუბლიკასთან და იტალიასთან. ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობაში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)