|
2015-08-01 15:43:39, 700 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა
აჭარაში ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დახვდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძესა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაურ ფუტკარაძეს შეხვდნენ. ჩინურმა მხარემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის მიმართულებები და საინვესტიციო გარემო განიხილა. საუბარი შეეხო სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ბათუმის საზღვაო აკადემიასთან დაკავშირებულ საკითხებს მომავალი თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების ამუშავების შესხებ. ასევე ძილინისა და აჭარის რეგიონებს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების თემასაც. „დიდი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში. ჩვენ ჩავერთვებით სხვადასხვა გამოფენებში, რომელიც გაიმართება ჩინეთში ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით. ვმუშაობთ ძილინის პროვინციასთან თან დამეგობრების საკითხზეც. 26 მილიონიანი პროვინციასთან თანამშრომლობა ჩვენი რეგიონისთვის ნამდვილად იქნება პერსპექტიული თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით. ვაპირებთ თანამშრომლობას სოფლლის მეურნეობის მიმართულებითაც“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ. სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს აჭარის რეგიონის მიმართ, განსაკუთრებით ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით. ახლო მომავალში გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ჩინეთში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრებიან. აჭარა, როგორც რეგიონი, მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით. „დღევანდელი შეხვედრისას საუბარი შეეხო ძილინის პროვინციასა და აჭარის რეგიონს შორის მომავალ თანამშრომლობას. ოქტომბერში საქართველოს მთავრობა გაემგზავრება ე.წ. „ჩინური დაოსის“ ფორუმზე, სადაც დელეგაციაში აჭარის წარმომადგენლებიც იქნებიან.“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ. ორი დღის განმავლობაში კულტურული ღონისძიებების ფარგლებში ჩინელმა სტუმრებმა ბათუმისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბოტანიკური ბაღი, ნობელების სახლმუზეუმი. დაესწრნენ ბათუმის დელფინარიუმის შოუ პროგრამას. ღამის ბათუმის დათვალიერების შემდეგ მოინაახულეს მოცეკვავე ფანტანების ლაზერშოუ და ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოს გაეცნენ.
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)