|
2020-02-27 16:33:53, 1577 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - სამწუხაროა, რომ რუსეთი ისევ განაგრძობს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს
„სამწუხაროა, რომ რუსეთი ისევ განაგრძობს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებული მამაკაცის საკითხს. მისი თქმით, მათი მიზანი ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ყოფნაა. „სამწუხაროა, რომ რუსეთი ისევ განაგრძობს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს. ბუნებრივია, ამას თავისი მიზანი გააჩნია, რომ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო მუდმივად ამყოფოს დაძაბულობის რეჟიმში. ის იყენებს თავის საოკუპაციო ძალას და ამ პროცესებში ზოგადად, ყოველდღიურად ჩართვა ნიშნავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი საოკუპაციო ზრახვების განმტკიცებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ძალა არის ჩვენს სიმართლეში და საერთშორისო პარტნიორებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე. ცნობისთვის, დღეს, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი 60 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)