|
2020-02-26 12:27:51, 1113 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი აშშ-ს ელჩთან ვიზიტზე - საქმიანი სადილზე საუბარი იყო იმაზე, რომ არც ერთმა პარტიამ პარტიული ინტერესი წინ არ უნდა დააყენონ
„ეს იყო საქმიანი სადილი, თან არაოფიციალური და რასაკვირველია, საუბარი იყო იმაზე, რომ არც ერთმა პარტიამ არ უნდა დააყენოს პარტიული ინტერესი წინ“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ს ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას, რომელსაც უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვოლსკი აღნიშნავს, რომ ფაქტი, რომ ოპოზიცია 100/50-ზრ საარჩევნო სისტემას არ ეთანხმება ბადებს ეჭვს, რომ მათ სურთ დაძაბულობის ესკალაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო სატელიტებად მოძრავი პარტიები ახორციელებენ. „სადილის განმავლობაში რა შეთანხმება უნდა მიეღოთ ან რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ ოპოზიცია და უმრავლესობა, ან პოლიტიკური ჯგუფები. ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან, სადილის პერიოდში რა შეთანხმების მიღწევაზეა საუბარი. იყო საქმინი შეხვედრა, საქმიანი სადილი, თან არაოფიციალური და რასაკვირველია, საუბარი იყო იმაზე, რომ არც ერთმა პარტიამ არ უნდა დააყენოს პარტიული ინტერესი წინ. თუკი 77/73-ზე მისაღებია, 100/50-ზე რატომ არაა მისაღები. პასუხი საეჭვოა, რომ სტრატეგიოული გეგმაა დაძაბულობის ესკალაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო სატელიტებად მოძრავი პარტიები ახორციელებენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)