09:36 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 10:32:49, 1891 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილი, დღეს გახდება ცნობილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილი დღეს გახდება ცნობილი.

როგორც ზალკალიანმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს, 26 თებერვალს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ.

„განვიხილეთ მინისტერიალის ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს მინისტერიალის ჩატარება ისე, რომ თავიდან ავიცილოთ სცენარების არასასურველი განვითარება. ამიტომ, ვრჩებით ძალიან ახლო კოორდინაციაში. 26 თებერვალს იქნება სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტების სხდომა და ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, რომელსაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი რამდენჯერმე აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტს  ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისგან პროტესტი მოჰყვა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics