|
2020-02-24 12:49:41, 2364 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი უმრავლესობის დეპუტატებს - ტიკარაძე და ვანო მაჭავარიანი ვერ მოგყავთ პარლამენტში?! რა ფასი აქვს თქვენს დეპუტატობას?
„მე ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრის პარლამენტში არ მოსვლა არის ჩვენი უპატივცემულობა და ჩემს უპატივცემულობაზე რა პასუხსაც მიიღებთ, ამას დაელოდეთ“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის არ მისვლის საკითხს. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, მაჭავარიანის საკომიტეტოს მოსმენაზე არ მისვლა პარლამენტის შეურაცხყოფაა და საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრების ასეთ ქმედებებში თავად მონაწილეობს. „სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ივანიშვილს ამოუტრიალეთ საარჩევნო სისტემა, ქვეყანა გაწირეთ რევოლუციისთვის და ტიკარაძე და ვანო მაჭავარიანი ვერ მოგყავთ პარლამენტში?! რა ფასი აქვს თქვენს დეპუტატობას, ამიხსენით. ანუ, სათქვენოდ აკეთებთ, ხომ თუ რა ხდება? ეს პარლამენტია, ხალხო მომავალი ჩვენი ქვეყნის, აქ ახალგაზრდები ზიან, შრომობენ და მომავლის თვალით უყურებენ და რა ხდება? ამ ქვეყანაში არავინ კანონს არ იცავს. იცით, რატომ არ მოდის? თქვენც ხართ ამ სქემებში თანამონაწილე: ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და პარლამენტი, რომელიც ამ ხალხს ხელს აფარებს. რას აშენებთ, რა ქვეყანას აშენებთ, რა უბედურებაა! ან რისთვის ვიბრძოლეთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ისევ ის სისტემა შეგვენარჩუნებინა? როგორც ჩანს, ამას აკეთებთ საკუთარი კეთილდღეობის გამო და აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობა,რადგან პარლამენტის შეურაცხყოფა ეს არის კონსტიტუციის შეურაცხყოფა. რაც გინდათ, ის ქენით. გინდათ, თავზე ნაცარი დაიყარეთ, გინდათ, დასხედით ეთერებში და გველაპარაკეთ ახალი იდეოლოგიით და სტანდარტით. მე ვფიქრობ, სულ ცოტა, ეს არის ჩვენი უპატივცემულობა და ჩემს უპატივცემულობაზე რა პასუხსაც მიიღებთ, ამას დაელოდეთ. არ ვაპირებ იმ ხალხისგან, ვინც 9 წლის განმავლობაში ჩირგვებში ისხედით, ასეთ უპატივცემულობაში გვამყოფოთ მე და ჩემი კოლეგები. რა პასუხსაც მიიღებთ, ამაზე თქვენ თვითონ აიღებთ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა. როგორც ცნობილია, მაჭავარიანი პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატება დაიბარეს, რომლებსაც ე.წ დღგ-ს სკანდალთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)