18:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 12:19:10, 1806 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი პრემიერის განცხადებაზე - ვფიქრობ, გიორგი გახარია გულისხმობდა, რომ გაზაფხულზე ია აყვავდება

„ვფიქრობ, ბატონმა გიორგიმ, როდესაც თქვა, გაზაფხულს დაველოდოთო, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერის განცხადებაზე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე მგონია, ბატონი გიორგი ალბათ გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ გაზაფხულს, აყვავდება ია“,- განაცხადა წულუკიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ის 2020 წლის საპარლამენტო სიაში, წულუკიანი ამბობს, რომ მისთვის ჯერ უცნობია სად იქნება.

„დღეს მედია სივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე, რამდენიმე მედიასაშუალებას ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხება. მე არ ვიცი, ეს არის სიმართლე. არ ვიცი, გაინტერესებთ თუ არა სიმართლე – ვიქნები თუ არა სიაში, სად ვიქნები, სამინისტროში, სახლში, თუ სად, არ ვიცი, ეს არის სიმართლე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებები, უპასუხა, რომ „დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics