|
2026-11-24 13:51:03, 233 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე- - გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს
რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი და რასაც ჩვენ ვამბობდით - აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან, ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების შეთავაზებაზე გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. „ეს არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემაზე, გახსოვთ. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და აღტკინებით, სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, იყო ტყუილზე დაფუძნებული ასეთი რამ, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება. რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი, ანუ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან. ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმებით,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე - სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად
კობახიძე- - გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს
რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა
კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



