|
2020-02-20 15:03:46, 1485 ნახვა
კომენტარი
ბოკერია მერაბიშვილის განცხადებაზე - საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს
„საქართველოში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს და შეიცვლება მხოლოდ არჩევნების გზით“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის , ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ ის ხელისუფლებას „დაამხობს“. ბოკერიას თქმით, მას არცერთი პოლიტიკოსი არ ეგულება ისეთი, ვინც არჩევნების გარდა ხელისუფლების შეცვლის სხვა გზას განიხილავს. „საქართველოში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს და შიეცვლება მხოლოდ არჩევნების გზით და ამ ნორმალურ სცენარს საფრთხეს უქმნის ივანიშვილი, მეტი არავინ მე არ მეგულება არცერთი პოლიტიკოსი რომელიც არჩევნების გარდა სხვა გზას განიხილავს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვა. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდეგ მან გააკეთა განცხადება, სადაც ხელისუფლების „დამხობით“ იმუქრებოდა.
კობახიძე - სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად
კობახიძე- - გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს
რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა
კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



