|
2020-02-18 14:29:40, 2109 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და სიტყვით იყვნენ პროდასავლურები
„დაიწყეს სხვადასხვა ნიღბების მორგება, რომ მათი მთავარი ნიღაბი და მთავარი რეალური რუსული საოკუპაციო სახე დამალონ“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას. მისი თქმით, ოპოზიცია ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პროდასავლურები. „ძალიან ხშირად სამწუხაროდ, ვხედავთ ხოლმე პარლამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოს პარლამენტის მიერ კონკრეტული შედეგების გადაფარვის მცდელობას, ერთ-ერთი იყო დღეს, მათ შორის ძალიან უხეში და ამორალური ფორმით. როგორც ჩანს, ქვეცნობიერი მაინც თავისას შვება. აქ იუნკერები განისვენებენ, ამ დარბაზში ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ამ დარბაზში დღეს სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა საბჭოთა რუსული ჰიმნი გააჟღერეს და გაახმოვანეს. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც რუსეთის შეტევა საპასუხოდ იყო 2008 წლის აგვისტოში მოხსენიებული. ესენია არიან ის ადამიანები, რომლებმაც ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები არ წარადგინეს და რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, დღესაც მწირი მტკიცებულებები გვექნებოდა ჩვენი ჯარისკაცების დასაცავად ჰააგაში წარმოდგენილი. ესენი არიან ადამიანები, ვინც სტრატეგიული ობიექტები ასე გადაუფრომეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ომის შემდეგაც და ესენი არიან ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი დააგვირგვინეს დღეს რუსული ჰიმნის გაჟღერებით საქართველოს პარლამენტში. ალბათ რუსული ჰიმნის გახმოვანებით მადლობასაც კი იტყვიან. საქმით აკეთებდნენ რუსულ საქმეს და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პროდასავლურები. მათ დღეს დაიწყეს სხვადასხვა ნიღბების მორგება, რომ მათი მთავარი ნიღაბი და მათი მთავარი რეალური სახე რუსული, საოკუპაციო სახე დამალონ და დაფარონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)