|
2020-02-18 14:17:41, 1709 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. "მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ამ რთულ პროფესიას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა და ასევე მადლობა პირადად გადაუხადა სხდომათა დარბაზში მყოფ, ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს - ავთანდილ მჟავანაძეს. "აქ, ამ დარბაზში არიან საპატრულო პოლიციის ოფიცრები - ბატონი ოთარ თავართქილაძე და ბატონი ავთანდილ მჟავანაძე, რომლებიც 18 დეკემბერს ბათუმში მოქალაქემ გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც დაიჭრა, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. მძიმედ დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად, ოთარ თავართქილაძე გადავარჩინეთ და დღეს, მეწყვილესთან ერთად, ჩვენთან სტუმრადაა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)