|
2020-02-18 10:41:03, 1184 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი მოდის
„ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი და უხერხულია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მანვე განაცხადა, რომ პარლამენტში უმრავლესობა საზოგადოებისთვის საჭირო კანონპროექტებს იღებს. „პარლამენტი მუშაობს, უამრავ საქმეს აკეთებს და მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებულ უამრავ პროექტს იღებს. ამას მოუსმინონ ჯობს. ერთ მოიმიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი და უხერხულია უკვე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ის თავებს ითვლიდა თუ არა, მამუკა მდინარაძემ ასე უპასუხა - „თავების დათვლას თქვენ აკადრებთ ამას საზოგადოებას. მე არ მიფიქრია ჩემი ცხოვრების განმავლობაში თავების დათვლა“. ცნობისთვის, დღეს პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართვაენ. ისენი ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად მოსალოდნელ დანიშვნას აპროტესტებენ პარალელურ რეჟიმში პარლამენტში პლენარული სხდომის დაწყებისთვის ემზადებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)