|
2020-02-17 11:20:08, 1329 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მოწვევით ნიუ-ორკში გაემგზავრა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მოწვევით ნიუ-ორკში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბაქრაძე აღნიშნული ორგანიზაციების ერთობლივ საპარლამენტო მოსმენებში მონაწილეობას მიიღებს. საპარლამენტო მოსმენები გაეროში ჩატარდება. მათი მიზანი შესაბამისი რეზოულიციების პროექტების გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომისთვის მომზადებაა, რომელიც 2020 წლის სექტემბერში ჩატარდება. დავით ბაქრაძე მიწვეულია მომხსენებლად პანელზე, რომლის მიზანიც არის მომზადდეს გაეროს შესაბამისი რეზოლუცია განათლების მნიშვნელობის და ქვეყნების მდგრადი განვითარების განათლების რეფორმის მნიშვნელობის შესახებ. ასევე ის მიწვეულია როგორც ექსპერტი საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომლის ამოცანაა დაისახოს ახალი გზები პარლამენტის წევრების მონაწილეობისა გაეროს მუშაობაში და საპარლამენტო ელემენტის საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობისა გაეროს მუშაობაში. „წელს სრულდება 75 წელი გაეროს დაფუძნებიდან, არის საიუბილეო წელი, ამიტომ გაეროში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გენერალური ასამბლეის ჩატარებას ,რომელიც გაიმართება წელს სექტემბერში და გაერო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ატარებს მთელს სერიალს ღონისძიებების ,რომლის მიზანია მომზადდეს რეზოლუციების პროექტი და პოლიტიკური ხედვა გენერალური ასამბლეის სხდომისთვის. სწორედ ამ მიზნით ვარ მიწვეული ნიუორკში, სადაც როგორც მომხსენებელი ვისაუბრებ განათლების და განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე მათ შორის საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე და ასევე ვისაუბრებ იმაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის რომ გაიზარდოს პარლამენტების, პარლამენტარების და ზოგადად საკანკონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა გაეროს მუშაობაში. ვფიქრობ, ორივე თემა განათლების რეფორმაც და გაეროს მუშაობაში მეტი ჩართულობაც მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვისაც და მთლიანად საქართველოსთვისაც,ამიტომ მოხარული ვარ მხვდა პატივი რომ, როგორც ექსპერტმა, პარლამენტის წევრმა მონაწილოეობა მივიღო გაეროში გამართულ ამ მოსმენებში, რომლის შედეგსაც ყველა ვიხილავთ სექტემბერში, როდესაც უკვე გაეროს გენერალური ასამბლეა მიიღებს შესაბამის რეზოლუციებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)