|
2020-02-15 12:58:47, 2485 ნახვა
კომენტარი
„ბლუმბერგის“ ჟურნალისტი თალაკვაძეს - ერთადერთი, ვინც ჩემს სტატიაში ფულს იხდის, ეს ის გამოცემაა, სადაც ვმუშაობ
„ბლუმბერგში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ილაი ლეიკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ბრალდებას, რომ მას სტატიაში გადაუხადეს, პასუხობს და ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც მას სტატიაში ფულს უხდის „ბლუმბერგია“. ამის შესახებ „ბლუმბერგის“ ჟურნალისტმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა. ლეიკი აღნიშნავს, რომ თალაკვაძის ბრალდება, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სტატიაში ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებ ე.ი ამაში ფულს გიხდია, არასერიოზულია. „ეს სავსებით მცდარია, ერთადერთი, ვინც ჩემს სტატიაში ფულს მიხდის Bloomberg-ია, სადაც მე ვმუშაობ. არასერიოზულია მოსაზრება, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი, კონგრესის წევრები, "ფრიდომ ჰაუსი" და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი შეთქმულების ნაწილი არიან“, - განუცხადა ლეიკმა „ამერიკის ხმას“. ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის შემცველი სტატია „ბლუმბერგმა“ გუშინ გამოაქვეყნა. სტატიაში ლეიკი „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანია „ჰოგან ლოველსის“ დაქირავებაზე წერდა, რომლის მომსახურებაც პარტიას თვეში 75,000 დოლარი დაუჯდება. ავტორის თქმით, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის „უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ (FARA) აჩვენებს, რომ კონტრაქტი კომპანიას 2021 წლის იანვრამდე განესაზღვრა და მთლიანობაში ის ამ მომსახურებაში 900,000 დოლარს მიიღებს. ლეიკის სტატიას გუშინ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტატია დასპონსორებულია. ეს კი იქიდანაც ჩანს, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)