|
2020-02-14 13:22:56, 1566 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა - ლობისტური კომპანიის საშუალებით დასავლეთი ჭეშმარიტებას გაიგებს
„დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს ამიტომ ლობისტური კომპანიების დაქირავება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისისივე თქმით, დასავლეთსა და მსოფლოს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. „დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს ამიტომ ლობისტური კომპანიების დაქირავება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ. იმიტომ, რომ იმ ზღვა ინფორმაციას შორის, რაც დასავლეთსა და მთელს მსოფლიოს მიეწოდება, ძალიან ბევრი არასწორი და უსამართლო ინფორმაციაა. ესაა ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელს მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რა რეფორმებს ვახორციელებთ. რაც შეეხება შეფასებებს ბატონი ბიძნა ივანიშვილის მიმართ, უსამართლო და სამარცხვინოა. იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა გახლავთ ჩვენი მმართველი პარტიის მთავარი თავჯდომარე“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ კიდვ ერთი ლობისტური კომპანია, „დი სი აი გრუპი“ დაიქირავა. როგორც ცნობილია, კომპანიას პარტია თვეში 33 ათას 333 დოლარს გადაუხდის, რათა „ქართული ოცნებას“ ლობირება გაუწიოს, როგორც სანდო პარტნიორს დემოკრატიის საკითხში და ძირითადად მედიაზე იმუშავებენ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)