18:31 - 27 May, 2020
2020-02-13 22:20:51, 7635 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე რეზოლუცია ჩავარდა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე რეზოლუცია ჩავარდა.  ევროპარლამენტარები, ქართული ოპოზიცია და "ქართული ოცნება" საერთო ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.
ევროპარლამენტის დასავლელი დეპუტატებისთვის და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მიუღებელი იყო ქართული ოცნების მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტი, ამიტომ კომიტეტს შესწორებები შესთავაზა, რომელსაც, თავის მხრივ, ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი.
ევროპარლამენტარების ნაწილი და ოპოზიცია ითხოვდა შესწორებებს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში მოხვდებოდა გიგი უგულავას დაკავება, 20 ივნისის მოვლენები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა და სხვა საკითხები, რასაც "ქართული ოცნების" წევრები შეეწინააღმდეგნენ. კონსენსუსის არარსებობის გამო ევროპარლამენტარებმა დოკუმენტის მიღებაზე საერთოდ უარი განაცხადეს.

ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ მომზადებული დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში ევროპარლამენტარებმა უპრეცედენტოდ ბევრი, 40-მდე შესწორება შეიტანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ევროპარლამენტი თვლის, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება.

 „გაიმარჯვა დემოკრატიამ. ტექსტი საერთოდ არ მიიღო ევროპარლამენტმა. ეს ხდება პირველად, რაც არსებობს ეს კომიტეტი. არანაირი დეკლარაცია არ იქნება დღეს ევროპარლამენტში, რადგან ევროპარლამენტი არ იზიარებს იმ პოზიციებს, რასაც ქართული ოცნება ცდილობს, რომ თავს მოახვიოს. ევროპარლამენტი თვლის, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები, ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულება, არჩევნები არის ფაქტიურად გაუქმებული და საქართველოს და ევროპარლამენტის ურთიერთობების ისტორიაში თუ არ ვცდები პირველად, რომ თანამშრომლობის კომიტეტმა ტექსტი საერთოდ არ მიიღო. ეს არის ძალიან ნათელი მაგალით იმის, თუ სად მიდის ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რის ჩაწერასაც რეზოლუციაში ევროპარლამენტარების ნაწილი და ქართული ოპოზიცია ითხოვდა, "ქართული ოცნების" წევრები ტყუილს უწოდებენ.

დავით სონღულაშვილმა, რომელიც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ტექსტის ერთ-ერთი ავტორია, რეზოლუციის პროექტის ჩაგდებას "ძალიან სამწუხაროს" უწოდებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოო რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ერთი რამ, რაც პრინციპული და მნიშვნელოვანია და რაც ძალიან უხარია ოპოზიციას - დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისთვის“ და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს ანტისახელმწიფოებრივია", - თქვა სონღლაშვილმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატის ცოტნე ზურაბიშვილის შეფასებით, ოპოზიცია საბოტაჟითაა დაკავებული.
"რეზოლუციის კენჭისყრის შედეგი - 6/5-ზე და მოლოდ იმიტომ, რომ მასში ნეგატიური ცვლილებები ნაც. მოძრაობას და მათი პარტნიორ კოლეგებს (ევროპის სახალხო პარტიიდან) კომიტეტზე ჩაუვარდათ.
ეს არის საბოტაჟი! მართალია იგივეს აკეთებდა ნაც. მოძრაობა და კანდელაკი ვიზალიბერალიზაციაზეც, მაგრამ ჩვენ ის მივიღეთ. ახლაც ვერ დააზიანებს ერთი მიმდინარე საკითხი ქვეყანას, მაგრამ ვერ ვხვდები იმ ქართველის პარანოიას, რომელსაც შეუძლია ქართული ოცნების დასაზიანებლად დაარტყას საკუთარ ქვეყანას.​ - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2020-05-27 10:51:38

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა

2020-05-27 10:41:49

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი პაციენტის მდგომარეობა თანმხლები დაავადების გამო, საყურადღებოა

2020-05-27 10:40:09

მარინა ეზუგბაია -კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ახალი პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა

2020-05-27 10:34:35

სოლოღაშვილი - იმ პაციენტებში, ვისთანაც პლაქვენილს ვიყენებდით, ზოგჯერ შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება

2020-05-27 10:20:39

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა

ვიდეო/LIVE

გახარიას ანგარიში პარლამენტში - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics