08:58 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 18:49:03, 1734 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობის“ სიხარული ეფემერულია, საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე დაუბრუნდება რეზოლუციის საკითხს

 „ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება და მათი სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სტრასბურგში რეზოლუციის ტექსტზე შეუთანხმებლობას.

მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას მხარი არ დაუჭირა.

„მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ნახა, რომ რეზოლუციის პირველი რედაქციაში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ნაკისრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, პოზიტიურად იყო შეფასებული, მათ ჯერ ტექსტში ნეგატიური ცვლილებების შეტანა სცადეს, ხოლო როცა ამასაც ვერ მიაღწიეს, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით, უბრალოდ არ დაუჭირეს მას მხარი.

ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება და მათი სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარალამენტო კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა. სხდომაზე უნდა მიეღოთ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი. თუმცა აღნიშნულ ტექსტზე ვერ შეთანხმდენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics