|
2020-02-12 00:22:22, 1407 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური გრიგოლ ვაშაძეზე - ადამიანმა, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია, შეიძლება პოლიციელს ხელი დაარტყაას?!
„ვიღაცისთვის შეიძლება მაგალითიც იყოს ეს, რომ შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია"იმედის" ეთერში იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან სამართალდამცველებზე განხორციელებულ ქმედებებს ეხებოდა. "ადამიანმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა?! ცუდია, რა თქმა უნდა, მისი საქციელი რაღაც დოზიტ გადამდებია და ვიღაცისთვის შეიძლება მაგალითიც იყოს. შეიძლება, პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა, შეგიძლია ქურთუკი შემოახიო, ხელი კრა, დაემუქრო - ნახე რას გიზამ, დამთავრდება არჩევნები, ჩვენ რომ მოვალთ შენ დაგიჭერ და ასე შემდეგ. აქციების დროს ძალიან ბევრი იყო მუქარა ზუსტად ამ ოპოზიციური ლიდერებისგან - „აი ჩვენ რომ მოვალთ, შენ ნახე; ჩვენ გიმახსოვრებ ძალიან კარგად და სხვა“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. „თუ იგივეს გააკეთებს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პირობითად მმართველი გუნდის წარმომადგენელი, გამოვა მთელი სპექტრი, დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. არ მინდა მე კრიტიკაში ჩამეთვალოს არასამთავრობოების, ვთანამშრომლობთ და ძალიან კარგად სხვათა შორის ბევრთან... გამოვა და მოითხოვენ ალბათ დავიჭიროთ და ყველაფერი. არ ვიცი ყველაზე უმაღლესი სასჯელი რაც შეიძლება იმ ქმედებაზე რომ მივცეთ. მათზე არავინ არ გამოდის. რატომ არ გამოვიდა თუნდაც ვაშაძის თემაზე - რატომ არ დააკავეთ, რატომ არ დასაჯეთ, რომ რაღაც საქციელი ჩაიდინა - გაგიგიათ ვინმე გამოსულიყო მაგ კუთხით, მაგ მხრივ? არ გამოსულა. ეს სამწუხაროა. რა თქმა უნდა ახალისებს და პოლიციელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს ეს. პირიქით, აგრესიას იწვევს ეს“- აღნიშნა მინისტრმა ინტერვიუში.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)