|
2020-02-11 22:17:35, 1431 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებს ხვდებიან
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან. პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხება არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. “შეხვედრები გვექნება ევროპარლამენტარებთან და მივაწვდით ინფორმაციას რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული, რომელსაც თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. რასაკვირველია, ძალიან დიდი ყურადღებაა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება საარჩევნო გარემო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, აუცილებლად იქნება გამჭვირვალე და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი ხედვა და გააცნოს მოსახლეობას, აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით გადადგა ქვეყანამ. ყოველთვის, ყველა არჩევნებს მოყვებოდა მაღალი შეფასებები სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ,”-განაცხადა კახა კალაძემ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზიტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება. “საუბარი გვექნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც წარიმართება საქართველოში. გვინდა, გავაღრმავოთ თანამშრომლობა, ურთიერთობები და ესეც იქნება, ბუნებრივია, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საგანი. მაქვს საინტერესო შეხვედრების მოლოდინი, რასაც მოყვება პოზიტიური შედეგი,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)