|
2020-02-11 19:40:23, 1840 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: გიგი უგულავას დაკავება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაკავებაა
„გიგი უგულავას დაკავება, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკავება“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გიგი უგულავას ფაქტობრივად პროკურორი ასამართლებს. „გიგი უგულავას დაკავება, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკავება. ფორმაც, როგორც არის დაკავებული, პოლიტიკური დაკავებაა. მაგრამ, მე კიდევ უფრო მადარდებს ამ დაკავების საერთაშორისო კონტექსტი. გიგი უგულავას დაკავება ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორები სვამენ კითხვას პოლიტიკური დევნის შესახებ საქართველოში, ამ საკითხის თითქოს გასანეიტრალებლად პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება ვაშინგტონში და ამ მომენტში აკავებენ ოპოზიციის ლიდერს. იურიდიულ დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ ფაქტობრივად პროკურორი ასამართლებს. ასე, რომ ჩვენ არა უბრალოდ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გვყავს ქვეყანაში, არამედ ჩვენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამით ვაჩვენებთ, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი შეხედულებები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)