|
2020-02-11 13:41:49, 1231 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე: პირობას ვდებ, გიგი უგულავას მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა
„პირობას ვდებ, გიგი უგულავას მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი საქართველოში „ქართული ოცნების“ რეჟიმი დამარცხდება გიგი უგულავა გათავისუფლდება. „მათ აღარც საარჩევნო სისტემით მანიპულაცია შველით, არც დიდი ფული, რომლის დახარჯვასაც აპირებენ და არც ადმინისტრაციული რესურსი. ახლა ფიქრობენ, პერსონალურად დააკავონ პოლიტიკური ლიდერები, რათა ამით მაინც გაანეიტრალონ ოპოზიცია. მე კი ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ, ყველა ასეთი ქმედება გვაძლიერებს და პირობას ვდებ, რომ გიგი უგულავას მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა, ის ძალიან სწრაფად გათავისუფლდება, როგორც კი საქართველოში „ქართული ოცნების“ რეჟიმი დამარცხდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)