|
2020-02-10 15:16:56, 1195 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ჩვენი კომპრომისული ვარიანტი ხელისგულზე დევს, ველოდებით ოპოზიციის კომპრომისულ ვარიანტს
„ყველა ვარიანტში ველოდებით მათ კომპრომისულ ვარიანტს, ჩვენი კომპრომისული ვარიანტი უკვე ხელისგულზე დევს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია 135/15-ზე საარჩევნო მოდელს უმრვალესობას მხოლოდ უცხოელი პარტნიორების მოსატყუებლად სთავაზობს, მაშინ საკითხავია, რამდენად სერიოზულად განიხილება მათი შეთავაზება. „შემოთავაზება 135/15-ზე თგვენგან მესმის პირველად, ასეთი თუ არის ნამდვილად არ ვიცი. ამაზე პირველი ემოცია რაც მიჩნდება არის ის, რომ ვთქვათ 144/6-ზე, ან 148/2-ზე, დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ყავდეს თითო მაჟრიტარი. მე არ ვიცი ამაზე რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ და თუ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ უცხოელ პარტნიორებს კიდვ ერთ ნიუანსში მოატყუონ, რომ ჩვენც გადავდგით ნაბიჯი და კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, რამდენად განიხილება სერიოზულად კომპრომისულ ვარიანტად 145/5-ზე, ან დავუშვათ 140/10-ზე, ან 35/15-ზე, ან 148/2-ზე ეს მერე შეფასების საგანია და მარტივი შესაფასებელია. თუმცა ყველა ვარიანტში ველოდებით მათ კომპრომისულ ვარიანტს, ჩვენი კომპრომისული ვარიანტი უკვე ხელისგულზე დევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)