|
2020-02-08 18:23:15, 2104 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ირაკლი შოთაძეს უმრავლესობის მხრიდან პარლამენტში მხარდაჭერა ექნება
„პარლამენტი კანონმდებლობის თანახმად განიხილავს კანდიდატურას და უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძეს პარლამენტში ექნება მხარდაჭერა",-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გენერალურ პროკურორად საპროკურორო საბჭოს მიერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის საკითხს. „ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში პროკურატურამ ძალიან ეფექტურად ჩაატარა გამოძიებები არაერთ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის, ორგანიზებული, ტრანსნაციონალური დანაშაული, ნარკოტრაფიკინგი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევები, რასაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მოყვა. როგორცკი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო და ამ გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები პროკურატურასთან მიმართებაში და დაზარალებულებს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ჰქონდათ კითხვები მასთან, როგორც მთავარ პროკურორთან, მან მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის მთავარი არ არის მთავარი სკამი და თანამდებობა, მთავარია მორალური პრინციპები და მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. შემდეგ იცით, რომ გამოძიება გაგრძელდა, ის აღარ იყო ჩართული ამ გამოძიებაში და გამოძიებამ საბოლოოდ შედეგები გამოკვეთა. როგორც იკვეთება დაზარალებულთა განცხადებებიდან, კითხვები არის მოხსნილი, შესაბამისად, როდესაც საპროკურორო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)