|
2020-02-08 17:35:40, 2203 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი სააკაშვილის შტაბზე - ცუდია, თუ ახალგაზრდები ამ პროცესის მონაწილეები იქნებიან
„ცუდია თუ ახალგაზრდები, იქნებიან ამ პროცესის მონაწილეები ისე, რომ სრული ინფორმაცია არ ექნებათ, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შინაგანი ხასიათი და დამოკიდებულება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი წარმატებული პოლიტიკოსი არაა. „შტაბი არაერთი შეიქმნა. ზოგი მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შეიძლება შეიკრიბოს და იგივე ხალხი, ლეიბორისტები, შალვა ნატელაშვილის შტაბ-ბინაში შეიკრიბება. ეს ხალხი ფიზიკურად სად დაჯდება მნიშვნელობ არ აქვს, ცუდია ის თუ ახალგაზრდები, რომლებსაც ემოციური კავშირი არ აქვს იმ მძიმე პერიოდთან, რაც სააკაშვილის დროს გადაიტანა საქართველომ, იქნებიან ამ პროცესის მონაწილეები ისე, რომ სრული ინფორმაცია არ ექნებათ, თუ რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შინაგანი ხასიათი და დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ იგი წარმატებული პოლიტიკოსია. მნიშვნელოპვანია, რომ დემოკრატიაა ამ ქვეყანაში. შეიკრიბებიან, შტაბებსაც გახსნიან, მაგრამ შეფასება უნდა იყოს სიღრმისეული, ვიდრე პოლიტიკურან ანგაჟირებული განცხადებები, რომელიც ახლა გვაქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა, რომ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ პირველი მარტიდან გახსნის შტაბს.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)