16:02 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 16:54:25, 2355 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: დასკვნის მიხედვით გამოდის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები ეუთო-სა და ოდირი-სთვის მიუღებელია

„დასკვნაში, რომელიც ჩამოვიდა წერია, რომ ქვეყანამ ხელი არ ახლოს საერთოდ სერიოზულ საარჩევნო ცვლილებებს არჩევებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე. თუ ამას დავეყრდნობით, გამოდის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები დღეს ეუთო-სა და ოდირი-სთვის მიუღებელია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის" მიცემულ  ინტერვიუში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეუთოს რეკომენდაციებზე მუშაობა ხელისუფლებას დაწყებული აქვს უკვე ერთი წელია. ოპოზიციაც იყო ამ პროცესის მონაწილე.

„თავდაპირველი გეგმა იყო, რომ  ცვლილება მოხდებოდა 2024 წელს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიმყოფებით თავდაპირველი გადაწყვეტილების სტატუს-კვოში. დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკურ პარტიებს შორის საუბრის საგანი, და მოსახლეობას და ჩვენს საზოგადოებას რეალურად აინტერესებს თუ რამდენად სტაბილური იქნება პოლიტიკური მმართველობა მომავალში, და ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქმედითი ინსტიტუტები, ჰყავდეს მთავრობა და ჰყავდეს პარლამენტი. ეს როგორ მოხერხდება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში უკვე წერია. მათ გვითხრეს, რომ სამივე სისტემა, შერეულიც, პროპორციულიც, მაჟორიტარულიც არის ლეგიტიმური და სამივემ შეიძლება უზრუნველყოს პოლიტიკური მმართველობა. რაც შეეხება უახლოეს დასკვნას, რომელიც ჩამოვიდა, იქ შავით თეთრზე, ძალიან გარკვევით წერია, რომ რეკომენდაცია არის ქვეყანამ ხელი არ ახლოს საერთოდ სერიოზულ საარჩევნო ცვლილებებს არჩევებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე. თუ ჩვენ ამას დავეყრდნობით, საერთოდაც, ოპოზიციის მოთხოვნები დღეს უკვე, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი რამდენიმე თვე, გამოდის, რომ ეუთოს და ოდირისთვის არის მიუღებელი",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics