|
2020-02-08 15:25:34, 2086 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: კონგრესში ჩვენს კოლეგებს, ჩვენი არგუმენტებისა და გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ
„ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ამ შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს ჩვენი არგუმენტები და ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ", - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი „ამერიკის ხმის" სატელევიზიო ეთერში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორი იყო გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის თაობაზე, რათა მათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების გეგმების, მათ შორის, საარჩევნო საკითხების შესახებ. „ჯერ კიდევ საქართველოში, როდესაც კომენტარები გავაკეთე წერილების შესახებ, ვთქვი, რომ ეს იყო დამატებითი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ პირდაპირ გვესაუბრა ჩვენს კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან კონგრესში და მიგვეწოდებინა მათთვის მეტი ინფორმაცია. რაც უფრო მთავარია, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გეგმები, რომელიც მომავალს უკავშირდება, რომელიც უკავშირდება მათ შორის, 2020 წლის არჩევნებს, რომელიც მალე გაიმართება და ზუსტად ამ მიზნით, ჩვენ გავაკეთეთ შეხვედრები კონგრესში, შევხვდით სენატორებს და ვისაუბრეთ ყველა ამ მნიშვნელოვან თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, პოლიტიკური სპექტრი ხარჯავს მეტ ენერგიას არჩევნების ამა თუ იმ მოდელის შერჩევაზე, მაინც ყველაზე მნიშნელოვან საკითხებად ჩვენი ქვეყნისთვის რჩება უსაფრთხოება, რჩება ვაჭრობის და ეკონომიკის საკითხები, რჩება ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. რა თქმა უნდა, ერთი ვიზიტი არასოდეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები მომდევნო პერიოდში და ეს კომუნიკაცია მუდმივად იქნება ინტენსიურ დონეზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)