|
2020-02-06 15:19:30, 1088 ნახვა
კომენტარი
კობახიძე შესაძლო სანქციებზე - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, რომელსაც ასრულება არ უწერია
„ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, კონგრესმენ პიტ ოლსონის განცხადებებს საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, სანქციების დაწესება შეუძლებელია, რადგან ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ასე მჭიდრო არასდროს ყოფილა. „არანაირი დასკვნა არ ჩამოვა სანქციებთან დაკავშირებით ისევე, როგორც გერმანული მოდელის კონსტიტუცირეაბასთან დაკავშირებითაც არანაირი დასკვნა არ ჩამოვიდა. ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია. ამაში ვართ ჩვენ დარწმუნებული სხვადსხვა მიზეზის გამო. იმიტომ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ ყოფილა ისე მყარი, ისე განვითარებული და მჭირდრო, როგორიც დღეს არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ამერიკის კონგრესისა და სენატის წევრებმა „ქართული ოცნება“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, მკაცრად გააკრიტიკეს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილებში ისინი აცხადებდნენ, რომ „ქვეყანამ დემოკრატიული გამნივითარების გზიდან გადაუხვია“. ზოგიერთ წერილში სანქციების შესაძლო დაწესებაზეც იყოს საუბარი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)