|
2020-02-06 15:16:39, 1131 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი შესაძლო სანქციებზე - ოპოზიცია აჟღერებს, რომ მგელი მოდის, მაგრამ ეს ასე არ არის
„სპეკულაცია, რომელსაც ოპოზიცია აჟრერებს, რომ მგელი, მგელი მოდის, არანირი მგელი არ მოდის. ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკელი კონგრესმენის, პიტ ოლსონის განცხადებებს საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით. წულუკიანის განმარტებით, ოთხი კონგრესმენის მიერ დასპონსორებული საკანონმდებლო აქტის პროექტის გამო, აშშ ქართველი ხალხის ინტერესებეს არ დააზიანებს. „შეუძლებელია ორი, ან ოთხი კონგრემენის მიერ დასპონსორებული საკანონმდელო აქტის პროექტის გამო, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს დააზიანებს. სპეკულაცია, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებს, რომ მგელი, მგელი მოდის, არანირი მგელი არ მოდის. ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ამერიკის კონგრესისა და სენატის წევრებმა „ქართული ოცნება“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, მკაცრად გააკრიტიკეს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილებში ისინი აცხადებდნენ, რომ „ქვეყანამ დემოკრატიული გამნივითარების გზიდან გადაუხვია“. ზოგიერთ წერილში სანქციების შესაძლო დაწესებაზეც იყოს საუბარი.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)