|
2015-07-30 11:30:22, 583 ნახვა
საზოგადოება
შვედური ინტერნეტ-გამოცემა „Expressen Ledare“ სტატიას - „არ დათმო საქართველო’’ აქვეყნებს
შვედური ინტერნეტ-გამოცემა „Expressen Ledare“ სტატიას - „არ დათმო საქართველო’’ აქვეყნებს. სტატიაში საუბარია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, 2008 წლის ომსა და ომის შემდგომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ანექსიაზე. სტატიის ავტორი რუსეთისადმი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დეესკალაციის პოლიტიკაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ბოლო დროს რუსეთი გამოკვეთილი ნაბიჯებით განაგრძობს საქართველოს რეგიონების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. ავტორი ევროკავშირს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საკმარისი ძალისხმევა არ არის მიმართული საქართველოს მხარდასაჭერად. „საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობას უჭერს მხარს, რაც რუსეთისთვის მიუღებელია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. სტატიის ავტორი მოუწოდებს შვედეთის მოსახლეობას და მთავრობას უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, რადგანაც ეს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ შვედეთსაც უქმნის. „რა თქმა უნდა, საქართველოს და უკრაინას ისეთივე თვითგამორკვევის უფლება გააჩნიათ, როგორიც შვედეთს. ეჭვგარეშეა, რომ შვედეთის დამოუკიდებლობა საფრთხეშია, მაშინ როდესაც რუსეთი ცდილობს მუქარისა და ძალადობის გზით გააკონტროლოს მეზობელი ქვეყანა. ეს რომ კარგად გავიგოთ, ამისათვის საკმარისია მხოლოდ რუკას დავხედოთ’’, - წერს ინტერნეტ-გამოცემა „Expressen Ledare“.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)