|
2020-02-06 14:03:07, 1539 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა ვაშინგტონის მდივნის თანაშემწეს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ რიკერს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით და ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ჯგუფების მუშაობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფილიპ რიკერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და ბოლო განვითარებებზე, მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე ადგილზე უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარგეულირების პროცესში ჩართულობისთვის. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და სამომავლო დღის წესრიგი. მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)