|
2020-02-05 18:18:40, 1259 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი რეზო არველაძეს: ბავშვების შიმშილობა დღეს მწვავე პრობლემად დგას
„ბავშვთა შიმშილობის საკითხი დღესაც მწვავედ დგას“, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ რეზო არველაძის კითხვას, შიმშილობენ თუ არა ქვეყანაში ბავშვები. ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამა მუშაობს, თუმცა ეს საკამრისი არაა და ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. „ეს წლების წინაც ნამდვილად იყო მწვავე დისკუსიის თემა. ბავშვთა შიმშილობის საკითხი დღესაც მწვავედ დგას. უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ 2019 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზარდა ბავშვბზე გაწეული დახმარება. ასევე, არსებობს ბავშვებისთვის საკვები ვაუჩერები, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი ბენეფიტები და მთავრობასაც ბევრი აქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები არამხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდრეობისთვის ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკთებელი. ეს ჩვენი ერთობლივი საზრუნავია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევას. იმიტომ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი უდგას მხარში. ვმუშაობთ იმ გამოსავალზე, რომელიც ყველაზე კეთილგონივრული იქნება ჩვენი ბავშვებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, დეპუტატმა რეზო არველაძემ პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს კითხვით მიმართა - „შიმშილობენ თუ არა ბავშვები?“
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)