|
2020-02-05 17:46:35, 1211 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი: მნიშვნელოვანია, არც ერთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იმსახურებდეს სოციალურ დახმარებას, ყურადღების მიღმა არ აღმოჩნდეს
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იმსახურებდეს სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვას, არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა, არ იქნეს არც ერთი უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული",- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ. ოხანაშვილმა მინისტრს მიმართა დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების მეთოდოლოგიასთან, შემწეობის დანიშვნის სისტემასთან და იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული მიმართულებით არის დაგეგმილი, რათა აღარ მოხდეს პოლიტიკოსების მხრიდან ამ თემით მანიპულირება. „აქ საუბარი იყო სოციალური დახმარების მეთოდოლოგიაზე, შემწეობის გადასინჯვა თუ იგეგმება კიდევ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. თქვენ ასევე ახსენეთ და თქვით, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება. თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა სისტემა ფუნქციონირებს. აქ ბევრი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, ტრაგედიით მანიპულირებს და არ ერიდებიან ტელევიზიაში საუბარს იმაზე, რომ თითქოს ტელევიზორის გამო ვინმეს უხსნიან დახმარებას, მკაფიოდ და ზუსტად ავუხსნათ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ასე არ არის",-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)