|
2020-02-05 17:17:28, 1316 ნახვა
კომენტარი
რეზო არველაძე ჯანდაცვის მინისტრს: მინდა თქვენ გააკეთოთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა ბავშვები
„შეიძლება მე მეშლება და მინდა თქვენ გააკეთოთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?“, - ამ კითხვით მიმართა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა რეზო არველაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს. არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა სიღარიბეა და ამ ფონზე ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურების მიღების კუთხით. „მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში მთავარი პრობლემაა სიღარიბე. ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურების საკითხებში. მე განმარტებაც გავაკეთე, რომ ამისთვის არის გამოყოფილი 70 მილიონი ლარი, ყოველთვიურად ასეთ ბავშვებს ეძლევათ კვების ბარათები. არსებობს სხვა პროგრამებიც. თუმცა შეიძლება მე მეშლება და მე მინდა თქვენ გააკეთოთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?“, - განაცხადა რეზო არველაძემ. ცნობისთვის, გუშინ დეპუტატმა რეზო არველაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ და თუ შიმშილობენ, მათ ოპოზიცია აშიმშილებს“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)