10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 16:38:37, 951 ნახვა

კომენტარი
ხულორდავა არველაძეს - ბატონო რეზო, ქვეყანაში ბავშვები მართლაც შიმშილობენ

„ბატონო რეზო, მართლაც შიმშილობენ ქვეყანაში ბავშვები და ეს თქვენთვის არ უნდა იყოს რაღაც უცნაური ამბავი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ხულორდავა უმრავლესობის წევრის, რეზო არველაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ“.

ხულორდავას თქმით, ქვეყანაში ბავშვების შიმშილობის მიზეზი არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

„ბატონ რეზოს ვეტყვი, რომ მართლაც შიმშილობენ ქვეყანაში ბავშვები და ეს თქვენთვის არ უნდა იყოს რაღაცა უცნაური ამბავი. იმედი მაქვს, მინისტრი ამას ამგვარადვე გასცემს პასუხს. ბავშვები შიმშილობენ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული სოციალ-ეკონომიკური ფონია ქვეყანაში, როგორც თქვენც აღნიშნეთ სიღარიბე არის ერთ-ერთი დაუძლეველი პრობლემა. ასეთი პრობლემის არსეობის პერიოდში სულაც არ არის გასაკვირი, რომ შიმშილის პრობლემა არსებობდეს. მაგრამ თუ პრობლემას თვალს არ გავუსწორებთ და მის უარყოფაზე გააკეთებთ აქცენტს, მერე ძალიან რთულია, რომ გამოსწორებაზე სათანადოდ იმუშაო“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ცნობისთვის, გუშინ დეპუტატმა რეზო არველაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ და თუ შიმშილობენ, მათ ოპოზიცია აშიმშილებს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics