|
2020-02-05 15:49:14, 957 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში გავაძლიერებთ პრევენციულ სერვისებს, გავზრდით ოჯახისა და სოფლის ექიმების როლს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. „ჩვენ ვიწყებთ პირველადი ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას, რომლის ფარგლებში გავაძლიერებთ პრევენციულ სერვისებს, გავზრდითთ ოჯახისა და სოფლის ექიმების როლს და დატვირთვას. განვავითარებთ ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, უკვე დეტალურად გადაიხედა და გაიწერა პირველადი ჯანდაცვის რგოლში მისაწოდებელი მომსახურების მოცულობა და ჩამონათვალი. „როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩვენ დავიწყეთ სელექტიური კონტრაქტირების ამოქმედება. ამ შემთხვევაშიც კრიტერიუმები მომსახურების ხარისხზე, დაწესებულების სიმძლავრეზე და ტექნიკურ შესაძლებლობებზეა გათვლილი", აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა, პირველადი ჯანდაცვის სექტორში, ინფრასტრუქტურულ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაიწყება მათი აღჭურვა. პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)