|
2020-02-05 15:46:38, 851 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე: ჰოსპიტლების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად, მათი სიმძლავრე არათანაბარია
ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზეც ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჰოსპიტლების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად არათანაბარია მათი სიმძლავრე. მინისტრი მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს სამედიცინო დაწესებულებების გეორაფიულად არათანაბარ გადანაწილებას. მისი თქმით, დაწესებულებების ძირითადი ნაწილი თბილისშია განთავსებული, რაც ავტომატურად ზრდის სამედიცინო მიგრაციას დედაქალაქში. „ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მომსახურების მიწოდების უწყვეტობისთვის, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა",- აღნიშნა მინისტრმა. ამ პრობლემატიკის მოგვარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის მთავარი კრიტერიუმებია დაწესებულებების გამართული ინფრასტრუქტურა, ხარისხის სტანდართან შესაბამისობა, პერსონალის ფარდობითი დეფიციტის დაფარვა და სხვა. რაც შეეხება გადაუდებელ დახმარებას, 2014 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა ძირეული რეფორმები სასწრაფო დახმარების სისტემური და ტექნიკური პირობების გაუმჯობესების მხირვ. 2020 წლის 1 იანვირდან, ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)