|
2020-02-05 12:35:59, 1016 ნახვა
კომენტარი
უგულავა - უმრავლესობის სხდომა ხელოვნურად დანიშნეს იმიტომ, რომ საკუთარი დეპუტატები პარლამენტში გოდრებით შეეყვანათ
„უმრავლესობის სხდომა ხელოვნურად დანიშნეს იმიტომ, რომ საკუთარი დეპუტატები გოდრებით შეეყვანა პარლამენტში.ეს როგორც ჩანს, მდინარაძის ოსტატობაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავას თქმით, მშვიდობიანი აქცია პასუხია იმაზე, რაც საქართველოში „კოლექტიურმა ივანიშვილებმა“ ჩაიდინეს. „უმრავლესობის სხდომა ხელოვნურად დანიშნეს იმიტომ, რომ საკუთარი დეპუტატები გოდრებით შეეყვანა პარლამენტში. ეს როგორც ჩანს, მდინარაძის ოსტატობაა. უმრავლესობა ემალება გაბრაზებულ ადამიანებს, უმრავლესობა ემალება საკუტარ მოქალაქეებს, ხან კედლებს არმართავს, ხან პოლიციის კორიდორებს აღმარეთავს, ხან მელასავით შეიპარებიან. კოლექტიურმა ივანიშვილებმა უნდა იცოდნენ, რომ რაც მათ ჩაიდინეს, ამაზე პასუხი მშვიდობიანი აქციაა “, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის 11:00 საათზე „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა ისინი შენობაში საპროტესტო ღონისძიების დაწყებამდე შევიდნენ, რადგან 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა სხდომა მოულოდნელად განგებ ჩანიშნა, რომ .დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორში" გავლა თავიდან აერიდებინათ. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიციის ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)