14:54 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 11:48:05, 1006 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი - მე ვიქნები ყველგან, სადაც ორი-სამი ადამიანი მაინც გააპროტესტებს დღევანდელ ხელისუფლებას

„მე ვიქნები ყველგან, სადაც ორი-სამი ადამიანი მაინც აპროტესტებს დღევანდელ ხელისუფლებას“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომელი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

ის აღნიშნავს, რომ ბანერებსაც გაშლის და კარავსაც დადგამს, რადგან ამას კანონი არ უკრძალავს.

„მე ვიქნები ყველგან, სადაც ორი-სამი ადამიანი მაინც აპროტესტებს დრევანდელ ხელისუფლებას. სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს სიმარტლეს და ამ ბოროტებას არ ჩამოიშორებს, მანამ ვიქნები წინა რიგებში. მე ვიბრძვი იმისათვის, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. მე ბანერსაც გავსლი და კარავსაც დავდგამ იმიტომ, რომ მე ამას კანონი არ მიკრძალავს. სახელმწიფომ ჩემზე უარი თქვა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და UN Women-ის AI სასტიპენდიო პროგრამა გოგოებისთვის - დარეგისტრირდი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი
კობახიძე - სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად
კობახიძე- - გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს
რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics