|
2020-02-04 17:04:56, 1356 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე - შოთაძის აღიარება ცხადყოფს, რომ გახარიას წერილთან დაკავშირებული ინფორმაცია იყო სიმართლე
„მოვისმინეთ ყოფილი გენერალური პროკურორის სიტყვა, რომელშიც ის ადასტურებს შეხვედრას ივანიშვილის შუშის სასახლეში. ეს ცხადყოფს, რომ ყველა ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ გახარიას წერილთან დაკავშირებით, იყო სიმართლე“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის მართვას მაშინ, როცა მას არანაირი თანამდებობა არ უკავია. „ერთი მხრივ, მივესალმები მის აღიარებს. მეორე მხრივ კი, ყველა ის განცხადება, რაც ჩვენ გავაკეთეთ გახარიას წერილთან დაკავშირებით, ამას მოეფინება ნათელი და სიმართლე იქნება ცნობილი ყველასთვის. საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს ერთპიროვნულ მმართველობას. ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის არაფორმალურ მართვას იმ დროს, როცა არ იკავებდა არანაირ თანამდებობას. როგორც კი გადადგა პრემიერმინისტრობიდან, მან გააგრძელა ბიზნესის კეთება და ეს არის ინტერესთა კონფლიქტი - მას უკავია დიდი ძალაუფლება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ის ხაზარაძის, ჩხარტიშვილისა და ივანიშვილის შეხვედრას „შემთხვევით“ დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)