|
2020-02-04 16:24:23, 1299 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე - ბავშვებს სოციალური შემწეობის გარდა, დამატებით 50 ლარის ოდენობის დახმარება ეძლევათ
„გარდა სოციალური შემწეობისა, რაც გაიცემა თითოეული წევრზე, მათ შორის ბავშვზე, ბავშვებს დამატებით კიდევ ეძლევათ 50 ლარის ოდენობის დახმარება“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. კითხვას, საკმარისია თუ არა ეს თანხა, დეპუტატმა არ უპასუხა. „რას აკეთებს სახელმწიფო, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინიციატივებს გეტყვით. ესაა სოციალურად დაუცველ ბავშვიან ოჯახთათვის, გარდა სოციალური შემწეობისა, რაც გაიცემა თითოეული წევრზე მათ შორის ბავშვზე, ბავშვებს დამატებით კიდევ ეძლევათ 50 ლარის ოდენობით დახმარება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ცნობისთვის, იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლებია, თითო წევრზე 60 ლარის ოდენობით, ხოლო მათი ვისი სარეიტინგო ქულაც 300 001-ზე მეტია, 50 ლარით განისაზღვრა. იმ ოჯახების სოციალური დახმარება, რომელთა სარეიტინგო ქულაც მეტია 57 001-ზე და ნაკლებია 60 001 ქულაზე, 40 ლარს შეადგენს. ხოლო იმ ოჯახების სოციალური შემწეობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 60 001-ზე მეტი და 65 001-ზე ნაკლებია, თითოეულ წევრზე 30 ლარითაა განსაზღვრული.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)