|
2020-02-04 15:12:28, 1402 ნახვა
კომენტარი
შოთაძე - ჩემი გენერალურ პროკურორად დანიშვნა იქნება შესაძლებლობა, რომ ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე მივიყვანო
„იმ შემთხვევაში თუ გენერალურ პროკურორად დავინიშნები, ეს იქნება ჩემთვის საშუალება, რომ ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე მივიდეს და აღსრულდეს მართლმსაჯულება“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს მოსმენაზე ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დაისაჯონ. „მე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე იმ დღეს, როდესაც ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილება იქნა გამოტანილი. მე მაშინაც და ახლა ვაცხადებ, რომ იყო მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩასატარებელი. მე მაშინაც ვამბობდი, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც გამოძიება ელოდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იურიდიული ფაქტების დადგენის შესაძლებლობა იყო და ეს საშუალება უნდა გამოყენებულიყო. ეს გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ყველა დანაშაულის ჩამდენი უნდა დაისაჯოს. იმ შემთხვევაში თუ, რა თქმა უნდა, გენერალურ პროკურორად დავინიშნები, ეს იქნება ჩემთვის საშუალება, რომ ხორავას ქუჩის საქმე და სხვა საქმეები ბოლომდე მივიდეს და აღსრულდეს მართლმსაჯულება“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)