|
2020-02-04 13:56:08, 1438 ნახვა
კომენტარი
შოთაძე - პროკურატურის მიმართ კრიტიკა, არსებული გამოწვევებისა და დატოვებული მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ლოგიკურია
„მიმდინარე კრიტიკა ლოგიკურია, არსებული გამოწვევების, დატოვებული მემკვიდრეობის, ახალგაზრდა დემოკრატიის, სახოგადოებაში არსებული სამართლებრივი ცნობიერების დონის გათვალისწინებით“, - ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს მოსმენაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ხშირად კრიტიკა უსაფუძვლოა და მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. „ჩემთვის ძალიან კარგად გასაგებია ის კრიტიკა, რომელიც ისმის ხოლმე პროკურატურის, ან მისი ხელძღვანელის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმდინარე კრიტიკა ლოგიკურია არსებული გამოწვევების, დატოვებული მემკვიდრეობის, ახალგაზრდა დემოკრატიის, სახოგადოებაში არსებული სამართლებრივი ცნობიერების დონის გათვალისწინებით. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კრიტიკა ჯანსაღია, გასათვალისწინებელი და მისასალმებელია, მაგრამ ხშირად ვხედავთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, ბრალდებებს, რომლებსაც საფუძვლად არაფერი არ უდევს, გარდა პოლიტიკური მიზანშეწონილობისა. სამწუხაროა, რომ იგივე კრიტიკა გამოითქვა ამ საბჭოს წევრის, ბატონი ოთარ კახიძის მიერ. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ მოტივებს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ცნობისთვის, დღეს საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის პოზიციაზე წარდგენილ ორ კანდიდატს, ირაკლი შოთაძესა და გელა ჩივაძეს უსმენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)