08:34 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 12:04:11, 1771 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - პარლამენტის გარდა, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების პიკეტირებაც იგეგმება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერი ორგანიზებული საპროტესტო აქციები ხვალიდან განახლდება.

გოცირიძის ინფორმაციით, მოხდება როგორც საკნონმდებლო ორგანოს, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირება.

„აქციები იქნება მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. შედეგია, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის ფორმირება. თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტები იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ ჩამოიშლება. გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე ან „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს საგარეო და საშინაო ზეწოლას. მისი მომავალი ხალხის ნებით იქნება განსაზღვრული, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა. როცა საჭიროება იქნება, პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა უმრავლესობას კომფორტულ ვითარებაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ”, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად ხვალ, 4 თებერვალს გაიხსნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics