|
2020-01-30 10:45:19, 1073 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ
„თუ კორონავირუსი საქართველოში გამოვლინდება ჯანდაცვის სისტემა მზად არის შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა შესაბამის უწყებებს კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინიტროსთან კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის გარკვეული და ეფექტური ნაბიჯები, რომელებიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით არის მაკოორდინებელი ორგანო და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ მივიღეთ, პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც შეგვეძლო გადაგვედგა, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება საქართველოში მსგავსი ვირუსი შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას“,- განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)